ფოტო კონკურსი კომპანია “პანორამა ჯგუფისგან”

ფოტო კონკურსი კომპანია “პანორამა ჯგუფისგან”

სამშენებლო კომპანია „პანორამა ჯგუფი “ აცხადებს ფოტოკონკურსს. თემაზე:

  • პანორამული ქუთაისი

ნომინაციაში გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

  • პირველი გამარჯვებული – facebook like-ბის რაოდენობის მიხედვით შეირჩევა. facebook Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. არ შეირჩევა ის ფოტოები, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული Like-ები. აუცილებელი პირობაა, რომ ჩაითვლება მხოლოდ ის Like-ები, რომლებსაც მოწონებული ექნებათ პანორამა ჯგუფის facebook გვერდიც. ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება 2 კაციანი საგზურით არქიტექტურულად გამორჩეულ ერთერთ ქვეყანაში.
  •  მეორე გამარჯვებული – კომპეტენტური ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფოტოს „პანორამული ქუთაისი“ , რომლის ავტორსაც გადაეცემა 2 კაციანი საგზური საქართველოს ერთერთ კურორტზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვანს.

ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას კონკურსანტმა უნდა მიუთითოს სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოკონკურსში დასაკონტაქტებლად].

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

ყველა საკონკურსო ფოტო გამოგზავნიდან 48 საათში აიტვირთება და გამოქვეყნდება პანორამა ჯგუფის facebook გვერდზე – https://www.facebook.com/KutaisiPanorama ;

გამარჯვებულს შეარჩევს 4-კაციანი სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით.

კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დაკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყება 2023 წლის 17 ივლისს და საკონკურსო ფოტოების მიღება დასრულდება 2023 წლის 14 აგვისტოს. ხოლო ფოტოკონკურსის მონაწილე ფოტოების ლაიქების რაოდენობა დაითლება 1 სექტემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულის ვინაობა 2023 წლის 12 სექტემბერს გამოვლინდება.

კომპანია „პანორამა ჯგუფი“ აქტიურად არის ჩართული ქუთაისის სამშენებლო სექტორში.  კომპანია ახორციელებს ორ მიმდინარე პროექტს „პანორამა ქუთაისს“ და „პანორამა გარდენს ჭავჭავაძეს“. კომპანია მთავარ აქცენტს აკეთებს ქუთაისის თანამედროვე არქიტექტურის  განვითარებაზე.

კომპანია „პანორამა ჯგუფი“ კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს!

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.