აივნის მოწყობის საუკეთესო გზა

აივნის მოწყობის საუკეთესო გზა

ყველა ზომის აივანსა თუ ტერასაზე შეგიძლიათ შეიქმნათ სიმყუდროვე და თქვენთვის სასურველი გარემო. მნიშვნელოვანია არა აივნის ფართი, არამედ რამდენად სწორადაა დაგეგმილი და გააზრებული არსებული სივრცე. ამინდი    ქუთაისში ყოველთვის სასიამოვნოდ თბილია, რაც ნიშნავს იმას რომ გსურთ მეტი დრო გაატაროთ    თქვენს აივანზე. გარეთ დასვენებამ რომ უფრო მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ ჩვენ ვიფიქრეთ თქვენთვის და გთავაზობთ რამოდენიმე იდეას თვქენი აივნის მოსაწყობად …

გააცოცხლეთ იგი ყვავილებით

წარმოიდგინეთ გაზაფხულის მოსვლას თქვენი აივნიდან რომ იგრძნობ. ასეთი აყვავებული აივანი გამოგარჩევთ სხვა ტიპიური აივნებისაგან და მთელ უბანს გაალამაზებთ. გარდა ამისა, ეს არის აივნის გაფორმების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იდეა.

მოექეცით მას, როგორც მისაღებს

გამოიყენეთ მისაღები ოთახის დიზაინის ფორმულა თქვენს აივანზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად გსურთ დროის გატარება. დაამატეთ რამდენიმე სავარძელი ან კომფორტული დივანი, ყავის მაგიდა, განწყობის მიხედვით განათება და დატკბით ქალაქი ლამაზი ხედებით.

სარკეები

კლასიკური კედლის ხელოვნების ნაცვლად, სარკეების მოზაიკა დაამაგრეთ უკანა კედელზე.ეს შექმნის მეტ განზომილებას, ის    კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს    ლამაზ ხედს. ბონუსად: ამ გზით არავინ იკამათებს ჯდომის მოწყობაზე, რადგან თქვენ შეძლებთ ხედის დანახვას ყველა მხრიდან.

მისაღები ოთახის ზონა აივანზე 

თუ აივანზე დროის გატარება გიყვართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, შეიქმენით მაქსიმალური კომფორტი და აქციეთ ის მისაღებ ოთახად.ამით თქვენი სახლის სივრცის გაფართოებასაც მოახდენთ.ეს გვაძლევს დიდ აირჩიევანის საშუალებას. შეგვიძლია დავყოთ რამოდენიმე ზონად. ზონა სამეგობროსთის    შეიძლება იყოს მინი სამზარეულოთი სუფთა ჰაერზე,    ბარბექიუ საღამოების მოსაწყობად. კუთხე ჰამაკით, პლედით და ჭიქა ყავით ულამაზესი დაისით დასატკბობად.

 

 

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published.